საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება, – ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წერილში, რომელიც მან საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გაუგზავნა.
„ჩვენ მტკიცედ განწყობილნი ვართ გავაგრძელოთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერა დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით. ამას საქართველოს მუდმივი ჩართულობა სჭირდება ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემის კუთხით, რაც საქართველოს გაცხადებულ ევროპულ მისწრაფებებსა და ამბიციური რეფორმების პროგრამას ითვალისწინებს. ვიმედოვნებ, რომ 2022 წელი ამ კუთხით პოზიტიურ სიახლეებს მოიტანს. მივესალმები თქვენს ინიციატივას ეროვნული ინკლუზიური დიალოგის დაწყების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ყველა გავლენიანი პარტიის ძალისხმევა შედეგებს გამოიღებს და დემოკრატიული, აყვავებული და სტაბილური საქართველოს უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს“, – ნათქვამია შარლ მიშელის წერილში.