არგენტინაში, ბუენოს აირესში, ფალსიფიცირებული კოკაინის მოხმარების შემდეგ, სულ მცირე, 16 ადამიანი გარდაიცვალა, 50-ს კი, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, – ამის შესახებ BBC წერს.
გამომძიებლების პირველადი ვარაუდით, კოკაინი ძლიერ სედატიურ საშუალებასთან იყო გაზავებული, რამაც მომხმარებლებში ჯერ კრუნჩხვები, შემდეგ კი, გულის შეტევა გამოიწვია.
საქმეზე ნარკოტიკების 9 სავარაუდო რეალიზატორი დააკავეს.
კომენტარები