აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის აღმოფხვრა შეუძლებელია.
„ამ ვირუსის აღმოფხვრის შესაძლებლობა არ გვაქვს. მაგრამ ვიმედოვნებ, რომ დადგება დრო, როდესაც გვეყოლება საკმარისი რაოდენობის ვაქცინირებული ადამიანები და წინა ინფექციისგან დაცვით უზრუნველყოფილი პირები, რათა კოვიდშეზღუდვები მალე წარსულს ჩაბარდეს“, – აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.
ენტონი ფაუჩიმ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის ყველა მოქალაქეს ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის გაკეთება რეგულარულად აღარ დასჭირდება და მესამე დოზის მიღება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.
„თუ თქვენ ხართ ნორმალური, ჯანმრთელი 30 წლის ადამიანი, რომელსაც არ აქვს ძირითადი დაავადებები, გამაძლიერებელი დოზის მიღება მხოლოდ ოთხ ან ხუთ წელიწადში ერთხელ შეიძლება დაგჭირდეთ“, – განაცხადა მან.