ემზარ კვიციანმა ახალ თაობას ინტერვიუ მისცა.
“პარლამენტის პირველმა სხდომამ ის დრო გამახსენა, ტყეში რომ წამიყვანეს პირველად. თავიდან არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, მერე ნელ-ნელა ავითვისე და ახლა ტყეში თავს კარგად ვგრძნობ. პარლამენტში ისე რომ ვიგრძნობ თავს, როგორც ტყეში, მაშინ უკვე კარგად იქნება ყველაფერი. პარლამენტს თავისი ტექნიკა აქვს და მის გამოყენებას სწავლება სჭირდება. კი აგვიხსნეს რაღაცები, მაგრამ, ცოტა არ იყოს, გამიჭირდა. არაფერია, ტყეშიც ეგრე გამიჭირდა და მერე ყველაფერი ავითვისე”.
კომენტარები