ვფიქრობ, ზურაბ გამეზარდაშვილმა თავისი რესურსი შინაგან საქმეთა სამინისტროში ამოწურა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, მას საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენი მოადგილეების სია უკვე შედგენილი ჰქონდა და ამ სიაში ზურაბ გამეზარდაშვილი ვერ მოხვდა.
„მე უყოყმანოდ დავაკმაყოფილე ზურაბ გამეზარდაშვილის პატაკი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ზურაბ გამეზარდაშვილმა თავისი რესურსი და ძალა ამოწურა შსს-ში და დარწმუნებული ვარ, ის თავის განათლებას, გამოცდილებას და ერუდიციას სხვა ორგანოს მოახმარს“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
კომენტარები