ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტებმა” პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც მთავრობის დამტკიცების საკითხს განიხილავენ, პროტესტის ნიშნად დატოვა. სხდომათა დარბაზის დატოვება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა ფრაქციის წევრებს მას შემდეგ სთხოვა, რაც ფრაქციის სახელით სიტყვით გამოვიდა.
ინაშვილმა აღნიშნა, რომ ის და მისი ფრაქცია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ სამთავრობო გუნდს ნდობას არ უცხადებს და აქედან გამომდინარე, ისინი კენჭისყრისას დარბაზში არ იქნებიან.
კომენტარები