ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას იმის შესახებ, თითქოს რუსეთი კონტრაბანდის მარშრუტს საქართველოს ტერიტორიის გავლით აყალიბებს, პროვოკაციად აფასებს. – ამის შესახებ, ანალიტიკოსმა გადაცემა “მთავარი აჭარაში” პირდაპირი ჩართვისას ისაუბრა.
არეშიძის განცხადებით, ამ განცხადების უკან შესაძლოა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები იდგნენ, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაცია სურთ, მათ შორის რუსეთიც.
„როგორი შედეგიც არ უნდა დადგეს ამ ფაქტების დადასტურება-არ დადასტურების შემთხვევაში, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მაინც პროვოკაცია მგონია. განცხადება დაწერილია ისეთი ფორმით, რომ რბილად რომ ვთქვათ, უცნაურად გამოიყურება. ამ განცხადებაში არ არის ნათქვამი, რომ ვინმეს განცხადებას ეყრდნობიან. ისე გამოდის, რომ ამ ომისა და უბედურების დროს უკრაინის სამხედრო დაზვერვას ჰქონია დრო იმისთვის, რომ საქართველოში აწარმოოს დაზვერვა. ასე გამოდის ამ განცხადებით. გარდა ამისა, არავითარი ხელშესახები ფაქტები არ არის მოყვანილი ამ განცხადებაში. ეს არის ძალიან ზოგადი განცხადება და თავისი შინაარსით. მითუმეტეს, მეგობრულ ქვეყანასთან მიმართებით, ასეთი განცხადების კეთება არის უხერხული უბრალოდ“,-განაცხადა, მამუკა არეშიძემ.
ანალიტიკოსის თქმით, ამ განცხადების უკან შეეიძლეება იდგეს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გარდა სხვა ძალებიც.
მამუკა არეშიძის განცხადებით, როცა მეგობრულ სახელმწიფოზეა საუბარი, ასეთი ტიპის განცხადების გავრცელებამდე, ყოველთვის იდგმება ხოლმე შემხვედრი ნაბიჯები, სიტუაციის გასარკვევად, რამდენად რეალურია ის ამბავი, რომელიც მათ, ვითომ ინფორმაციად მიუვიდათ.
„გარკვეული სცენარი, საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციისა არსებობს. აქ საქართველოს ხელისუფლებაზე არ არის საქმე, რადგან უბრალო უკრაინელისთვის, ეს არის საქართველოს დისკრედიტაცია. ეს არის ყველაზე მტკივნეული. ეს სცენარი რომ არსებობს, ამას ვხედავთ, მთელი თვის განმავლოვლობაში. უამრავი შეუმოწმებელი, ნაკლებად დამაჯერებელი ინფორმაციის გავრცელება. განსაკუთრებული პროტესტები იმას გამო, რაზედაც სხვასთან ვერ ბედავენ პროტესტს. ამას, ვითომ იმით ამართლებენ, რომ ჩვენ განსაკუთრებული მეგობარი ქვეყანა ვართ. ამ შემთხვევაში, განსაკუთრებული მეგობრები შეიძლება ვართ და ვართ კიდეევაც, მაგრამ სხვებიც არიან მეგობრები, სხვებსაც ემეგობრებოდა აქამდე უკრაინის სახელმწიფო“.
წამყვანის შემხვდრ კითხვაზე, რომ რუსეთი საქართველოსგან განსხვავებით 2008 წელს სხვა ქვეყნებში არ შეჭრილა და შესაბამისად უფრო აქტიურად უნდა პოზიციონერობდეს თუ არა უკრაინასთან მიმართებით, არეშიძე პასუხობს, რომ ეს ასეც არის.
„ასე რომ არ იყოს, პირველი მე გავაკრიტიკებდი ხელისუფლებას, რომ დამენახა საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით, სანქციების თვალსაზრისით, საქართველოს ხელისუფლებას დაეხიოს უკან. ვხედავ, რომ საქართველოსთან მიმართებით მადისკრედიტირებელი განცხადებები არ ჩერდება. ამგვარ დამოკიდებულებას უკრაინა არ ამჟღავნებს სხვა მეგობარი ქვეყნების, თუნდაც უნგრეთის მიმართ, რომელიც არის მეზობელი ქვეყანა უკრაინის და რომელთანაც აქვს წინააღმდეგობები უკრაინას, მაგრამ ის მაინც ნატოს და ევროკავშირის წევრია. იმასთანაც კი, არც ელჩის კონსულტაციაზე გაწვევის საკითხი დამდგარა და არც ურთიერთობების შეწყვეტის. ამ ყველაფრს ვამბობ იმიტომ, რომ ყველა ამ საქციელის უკან იგრძნობა გარკვეული ხელი ვიღაცის“,-განაცხადა, მამუკა არეშიძემ.
ჟურნალუისტის კითხვაზე, ვისი „ხელი“ შეიძლება იყოს ეს, მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ ნაწილობრივ შეიძლება ეს იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლეებიც ამჟამად უკრაინაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.
“მე ვიცი, როგორ ხდება პირ-ტქნოლოგიის პროცესის შექმნა. დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები, რომლებიც არიან უკრაინაში, იმისათვის, რომ საქართველოს ხლისუფლების დისკრედიტაცია მოახდინონ, ყვლაფერზე წავლენ, მაგრამ ეს არის ამ ჯგუფის ერთი სეგმენტი. ამის უკან, კიდევ სხვა ძალები დგანან. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ვიმეორებ, რომ ბარიკადის ორივე მხარეს, ვგულისხმობ დასავლეთი იქნება თუ რუსეთი, არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებსაც საქართველოს და მოლდოვის კონფლიქტში ჩათრევა უნდათ. სხვადასხვა მიზნები ამოძრავებთ, მაგრამ ამოცანა, დაახლოებით ერთნაირი გამოდის. მცდელობაა, რომ მოხდეს საქართველოს ხელისუფლების, მაგრამ გამოდის მთლიანად ქვეყნის დისკრედიტაცია. მე როცა ვსაუბრობ პროვიკაციაზე, არ გამოვრიცხავ, რომ ეს შეიძლება იყოს რუსეთის მხრიდან პროვოკაცია, არ გამოვრიცხავ. რადგან იმის თქმა, რომ აქედან არაფერი არ გავიდა, ვიდრე ფაქტობრივი მასალა არ გვექნება, არ შეიძლება. წარმოვიდგინოთ ასეთი მძიმე სურათი, რომ კონკრეტულმა ორგანიზაციამ მოინდომა საქართველოს დისკრედიტაციის მიზნით მოინდომა გარკვეული პროდუქციის გატარება, რომელიც სანქცირებულია საქართველოს ტრიტორიაზე. ხომ შეიძლება ეს მომხდარიყო. შეუშალეს ხელი, არ გატარდა, მაგრამ ხომ შეიძლება. ამოცანა იყო ასეთი, რომ მომხდარიყო ამის გაკეთება და გახმაურება. თავის ამოცანას ხომ შეასრულებდა ის მავანი. შეიძლება ამდაგვარი რამე მოხდა“,-ამის შესახებ, მამუკა არეშიძემ გადაცემა “მთავარი აჭარაში” პირდაპირი ჩართვისას ისაუბრა.
ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ თუ დადასტურდა ზოგიერთი ის ფაქტი, რომელიც არის მოხსენიებული უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში, საქართველოსთვის სანქციების დაწესების მიზეზი შეიძლება გახდეს.