უკრაინის უმაღლესი რადა საქართველოს მადლობას უხდის, რუსთაველის გამზირზე გამართული მხარდამჭერი აქცია-პერფორმანსისთვის, რომელიც რუსეთის შეჭრის შედეგად ბუჩაში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად გაიმართა.
„მადლობა, საქართველო! უკრაინელი ხალხი ქართველების მხარდაჭერას გრძნობს“, – ვკითხულობთ უკრაინის რადას მიერ „ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მოქალაქეებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს, რომელიც ქალაქ ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნას მიეძღვნა. აქციის მონაწილეები სიმბოლურად ხელებშეკრულები პარლამენტთან დაწვნენ, რითაც ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები გააპროტესტეს.
Thank you, #Georgia!
The Ukrainian people feel the support of the Georgians.#StandWithUkraine #StopRussia #StopPutin #Bucha #BuchaGenocide #BuchaMassacre #Irpin pic.twitter.com/rLBeC8a3lP— Verkhovna Rada of Ukraine – Ukrainian Parliament (@ua_parliament) April 6, 2022