თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ეს ულამაზესი ბავშვები ბიძაშვილები არიან. ნიკას და ლიკას არ ახსოვს, როდის შეაფარეს თავი მათმა ოჯახებმა გლდანში, ილორიძის ქუჩაზე მდებარე მუნიციპალურ შენობაში. უფროსებისგან განსხვავებით, მათ არც ის შიში და წუხილი ახსოვთ, რაც წლობით დაუკანონებელ ფართში ცხოვრებას თან ახლავს.
სამაგიეროდ, როგორც ყველა ბავშვს, მათაც არაჩვეულებრივად გამოსდით სიხარულის გაზიარება. ყველას სათქმელს ლიკას და ნიკას თვალები ამბობენ:)))
დღეს, თბილისის მერმა კიდევ 51 ოჯახს გადასცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
ბოლო 4 წლის მანძილზე 2200 ოჯახი გახდა იმ ფართების კანონიერი მესაკუთრე, სადაც ათეული წლების მანძილზე დაუკანონებლად ცხოვრობდნენ.
გილოცავთ ხარებას!
#გავუზიაროთერთმანეთსსიკეთე”