ვინც 8 მაისს აღნიშნეთ და ბავარიული ლუდის დალევა გინდოდათ ჰიტლერის გამარჯვების შემთხვევაში, ერთი ამერიკელი ჯარისკაცი მაჩვენეთ ამ ფოტოზე და მეც მოგილოცავთ!, – ამის შესახებ ფოთის ყოფილი მერი დავით ქანთარია სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს ავრცელებს.
“ეს ფოტო ამ დილით ჩამიგდეს მეც პირველად ვნახე.
არ უყვარდა მელიტონს დროშის ატანის ისტორიის მოყოლა.
ერთხელ წამოცდა , ფოტოზე დამიყენეს გვერდში რუსებიო.
ეგოროვი გვერდზე უდგას, ( სხვათაშორის პატივს ცემდნენ ერთმანეთს).
ჯვარშიც იყო ჩამოსული.
სმოლენსკიდან იყო.
მელიტონ ქანთარია იყო ასევე სმოლენსკის და ბერლინის საპატიო მოქალაქე.
ვინც 8 მაისს აღნიშნეთ და ბავარიული ლუდის დალევა გინდოდათ ჰიტლერის გამარჯვების შემთხვევაში, ერთი ამერიკელი ჯარისკაცი მაჩვენეთ ამ ფოტოზე და მეც მოგილოცავთ!
ისტორია ყალბდება მხოლოდ დროებით!
პატივი ეცით წინაპრებს!
( სხვათაშორის ის ცნობილი ფოტო, დროშის ატანის მომენტი, სტალინის დავალებით რამდენჯერმე ხელახლა გადაიღეს)”, – წერს დავით ქანთარია.