არცერთ საექიმო ჯგუფს არსად არ უთქვამს, რომ სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო სერვისს არ სთავაზობს, – ამის შესახებ საქართველოს შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სახელმწიფო პასუხისმგებელია იმაზე, რომ ყველა პატიმარს შესთავაზოს სახელმწიფო შესაბამისი სამედიცინო სერვისი, რასაც ყოფილი პრეზიდენტის შემთხვევაშიც აკეთებს.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ გულშემატკივრებმა სააკაშვილი სამედიცინო სერვისის მიღების აუცილებლობაში უნდა დაარწმუნონ.
„სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფისგან მოვისმინეთ, რომ თავად მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს გარკვეული სამედიცინო სერვისის მიღებაზე, რაც, რა თქმა უნდა, პრობლემაა. მისი გულშემატკივრები იმით უნდა იყვნენ დაკავებული, რომ დაარწმუნონ, მისი ჯანმრთელობისთვის რამდენად მნიშვნელოვანია სამედიცინო სერვისების მიღება. სახელმწიფო ვალდებულია, შესთავაზოს ყველა სერვისი, მომსახურება, თუ მედიკამენტი და თავისთავად მნიშვნელოვანია, სააკაშვილი საკუთარმა გულშემატკივრებმა დაარწმუნონ, სერვისი მიიღოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.