ჯვრის უღელტეხილის დატოვებას 60-მდე ავტომანქანა მეოთხე დღეა ვერ ახერხებს. რუსეთიდან მოძრავი ავტომობილები გზაში დიდთოვლობის გამო ჩარჩნენ. მძღოლები დახმარებას ითხოვენ.
„უკვე მეოთხე დღეა აქ ვართ, აღარც საწვავი გვაქვს და აღარც საკვები. გზა საერთოდ არ იწმინდება. გზა რომ მაინც გაწმინდონ, მივატოვებთ მანქანებს და წავალთ, მაგრამ გზა საერთოდ არ იწმინდება“ ,- აცხადებს ერთ-ერთი მძღოლი.
ჯვრის უღელტეხილთან დაკავშირებით, გზების დეპარტამენტმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც დასტურდება, რომ აღნიშნულ გზის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები, დიდთოვლობის გამო, ვერ ხორციელდება.
„ინტენსიური თოვის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ.71-კმ.188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ.1-კმ.188 (ზუგდიდი-უშგული) მონაკვეთზე თავისუფალია“, – ნათქვამია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჯვრის უღელტეხილზე მძღოლები დახმარებას ითხოვენ
2016/12/03 16:04:23
კომენტარები
ნანახია: 1718 ჯერ