წინანდალში ქმარმა ახალგაზრდა ცოლი თოფით მოკლა, მკვლელობა სოფელში დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 33 წლის ქალს სასიკვდილო ჭრილობა ქმარმა თავის არეში მიაყენა. დაჭრილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა, რასაც წინ ცოლ-ქმარს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტზე ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
კომენტარები