“ფოტოგრაფების საქმეში” ბრალდებულ დავით დევნოზაშვილთა შესაძლოა საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს. ამის შესახებ “პრაიმტაიმთან” ინტევრიუში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ნადარეიშვილი სუაბრობს. პროკურატურის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ თუ ბრალდებული გამოძიებასთან ითანამშრომლებს მის მიმართ ლიბერალური მიდგომა იქნება გამოყენებული.
ირაკლი ნადარეიშვილი, პროკურორი:
-ამ დრომდე ის არ აღიარებდა დანაშაულს და მისი ხელშეწყობა ჯერ არ გვიხილავს. თუ მას ასეთი სურვილი ექნება, ეს შეამსუბუქებს ჩვენს მიდგომას, ასეთი პირების მიმართ, როგორც წესი, ლიბერალური მიდგომები გვაქვს.
– ანუ დამკვეთების დასახელების შემთხვევაში შესაძლოა, მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს?
– გამოძება არის ცოცხალი პროცესი, რომელსაც ყოველდღე რაღაც ემატება. ამ პროცესში გამორიცხული არაფერია. ჩვენი მიდგომები იქნება თანამშრომლობის ადეკვატური.
– თავად ფოტოგრაფები დამკვეთად უმაღლესი თანამდებობის პირებს ასახელებენ. რამდენად შესაძლებელია, თუნდაც მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობის დადგენა?
– ერთია, რას ამბობს მოქალაქე, მით უმეტეს დაზარალებული, რომელმაც თავის თავზე გადაიტანა ეს ყველაფერი, მაგრამ მეორეა, არსებული მტკიცებულებები. გამოძიება შესაძლოა, სხვა მაღალჩინოსნებზეც გავიდეს, თუმცა პერსონების იდენტიფიცირებისგან თავს შევიკავებ.
www.primetime.ge