ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები ე.წ. მწვანე ზონაში შეიჭრნენ, სადაც სახელწმიფო დაწესებულებები და დიპლომატიური მისიებია განთავსებული. როგორც BBC იტყობინება, უსაფრთხოების ძალებმა შიიტი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
ერაყის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, დედაქალაქში “კომენდანტის საათი” გამოცხადდა.
დემონსტრანტები შიიტი ღვთისმსახურის მუქტადა ალ-სადრის მხარდამჭერები არიან. ისინი ქვეყანაში კორუფციის დამარცხებასა და ტექნოკრატების მთავრობის ჩამოყალიბებას ითხოვენ.
მუქტადა ალ-სადრის მომხრეები ბაღდადის ზონაში მიმდინარე თვის დასაწყისშიც შეიჭრნენ და პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადეს.
კომენტარები