ცენტრ პოინტის” საქმის ე.წ. ”ბათუმის მაგნოლიას” ეპოზოდის პროკურორის დავით გუმბერიძის ინფორმაციით, ირაკლი მინდელმა მაია და გურამ რჩეულიშვილების მამხილებელი ჩვენება მისცა.
პროკურორის განმარტებით, ირაკლი მინდელის მიერ მიცემული აღიარებითი ჩვენება სახელმწიფო ბრალდებისთვის ახლად გამოვლენილი გარემოება გახდა, რის საფუძველზეც ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეეცვალა.
”ირაკლი მინდელის მიერ სასამართლოში მიცემული აღიარებითი ჩვენება მაია და გურამ რჩეულიშვილების მამხილებელი ჩვენება იყო. ბრალდების მხარისთვის ეს წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რითაც ჩვენ დასკვნით სიტყვაში მოვითხოვთ გურამ და მაია რჩეულიშვილების მსჯავრდებას წარდგენილ ბრალდებაში”, – განაცხადა დავით გუმბერიძემ.
კომენტარები