გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში ზურაბ ჯაფარიძემ ნარკოტიკების ლეგალიზაციაზე ისაუბრა.
“ლეგალიზაციის არ უნდა გვეშინოდეს. რაღაც კონკრეტული ნივთიერების ბაზარზე რეგულირებულ დაშვებაზე უნდა იყოს აქცენტი გაკეთებული. დაწესდეს ასაკობრივი ზღვარი, დავადოთ აქციზი, რომლის ფასიც გამოც ხელმისაწვდომობა არ იქნება,“ – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
ამასთან, მან თქვა, რომ ახალი წლისთვის დაანონსებული აქცია არის კანონდარღვევა, მაგრამ ამის არ ეშინია, რადგან ამით საზოგადოების წინაშე მდგარი მძიმე პრობლემასთან დასაპირისპირებლად სხვა გზა არ დარჩათ.
“ვიცი ზუსტად, რომ ვარღვევთ კანონს და მემუქრება 8-12-წლიანი ციხე, მაგრამ ფეხებზე მკიდია, სხვა გზა აღარ გვაქვს,” – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ და თქვა, რომ ამ რისკზე მასთან ერთად 500-ზე მეტი ადამიანი მიდის, რადგან პრობლემა უმძიმესია და დაუყოვნებლივი მოგვარება სჭირდება.