ავტობუსი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები გადაჰყავდა, ბაქოში სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა. აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო APA-ს ინფორმაციით, ავარიის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა.
ცხრა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სხვები კი პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ გაუშვეს.
დაშავებულები აზერბაიჯანელი ეროვნების საქართველოს მოქალაქეები არიან.
კომენტარები