საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთელ საქართველოს ბარბარობის დღესასწაული მიულოცა. გიორგი კვირიკაშვილი დღეს მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.
„მახათას მთაზე შენდება ეს უმშვენიერესი ტაძარი და პირველად დაირეკა ზარი. ძალიან დიდი დღესასწაულია. წმინდა ბარბარე არის ბავშვების მფარველი და უპირველს ყოვლისა, მინდა საქართველოში ყველა ბავშვს ვუსურვო ის, რასაც ბავშვობა ჰქვია. ვუსურვო, რომ სითბოში გაზრდილიყვნენ და ჰქონდეთ ბედნიერი ბავშვობა. არ შემიძლია არ ვახსენო სიტუაცია სირიაში ალეპოში. ჩვენ ვცდილობთ ახლა გაერო-ს ოფისის მეშვეობით მივაწვდინოთ რამენაირად ჰუმანიტარული დახმარება იქ ძალიან დიდი განსაცდელში მყოფ ბავშვებს. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მადლიანი საქმე იქნება და ჩვენ ვეცდებით, რომ ეს აუცილებლად გავაკეთოთ. გილოცავთ ყველას. მრავალს დაესწარით“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.