თბილისის საქალაქო სასამართლოში სოსო გოგაშვილის ცოლის დას, მოწმის სახით კითხავენ.
საქმე ეხება, ხათუნა მარტყოფლიშვილის სახელზე არსებულ ქონებას. ხათუნა მარტყოფლიშვილის სახელზე, გარდა უკვე დაყადაღებული ბინის, რომელიც ვაზისუბანში მდებარეობს, ასევე რეგისტრირებულია 9 მიწის ნაკვეთი. მის სახელზეა რეგისტრირებული თბილისში რამდენიმე ბინა და მანქანები. ქონების საერთო ღირებულება სავარაუდოდ, 5 მილიონ ლარზე მეტია.
ხათუნა მარტყოფლიშვილმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე მრავალმილიონიან ქონებასთან დაკავშირებით დასმული ჟურნალისტების კითხვები უპასუხოთ დატოვა.
კომენტარები