ქუთაისში, სამტრედიის საგზაო მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ავარიისას, მსუბუქ ავტომობილში მსხდომი ოთხი ადამიანიდან, ორი დაიღუპა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, დაღუპულთაგან ერთი სასულიერო პირია, მეორე კი, 8 წლის ბავშვი.
ორი ადამიანი, მოზარდი და ტრაილერის მძღოლი სამტრედიის “ჯეო ჰოსპიტალის” კლინიკაში არიან გადაყვანილები.
კომენტარები