მსახიობი ედმონდ მინაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ავარიის დროს დაღუპული სასულიერო პირის შესახებ წერს.
“გუშინ ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო მამაო, თბილისში ჩამოხვედით, დედაჩემი ჩამომიყვანეთ და ისევ უკან გაბრუნდით, თითქოს დამემშვიდობეთ, უკანასკნელად დამლოცეთ … აბა სხვა რა ვიფიქრო, გუშინდელი ჩვენი შეხვედრა განსაკუთრებულად თბილი და ემოციური იყო …
დღეს კი სამუდამოდ დაგვტოვეთ თქვენს პატარა ანგელოზთან ერთად …
არ ვიცი რა დავწერო …. სიტყვებს ვერ ვპულობ … ვწერ და თითებს ძლივს ვიმორჩილებ … უდიდესი ტკივილი ხართ … მშვიდობოთ მეგობარო, ცათა სასუფეველი დაგიმკვიდოთ ღმერთმა თქვენს პატარა ანგელოზთან ერთად … დიდი მადლობა ყველაფრისათვის … მიყვარხართ … “
კომენტარები