30 წლის მოდელმა, ყოფილმა “მის საქართველომ” თამთა შედანიამ ჯვარი დაიწერა. თამთას მეუღლე ინტერიერის დიზაინერი რატი რატიანია. წყვილი რამდენიმე წელია რაც ერთად ცხოვრობს. გასულ წელს მათ გოგონა შეეძინათ. თამთა ერთხელ უკვე იყო დაოჯახებული და პირველი ქორწინებიდანაც გოგონა ჰყავს, სახელად მია.
წყვილის ჯვრისწერისა და ქორწილის ცერემონიის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
კომენტარები