წალენჯიხის მერიასთან ბაღების გაერთიანების თანამშრომლებმა აქცია გამართეს.
თანამშრომლები უკანონო გათავისუფლებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან. საუბარია წალენჯიხის ბაღების გაერთიანების ცენტრის ხელმძღვანელის ბრძანებაზე, რომლის მიხედვითაც საბავშვო ბაღების 37 თანამშრომელი სამსახურის გარეშე დარჩა.
როგორც გათავისუფლებულები აცხადებენ, მათ ყოველგვარი განმარტებების გარეშე დაატოვებინეს ადგილები, რაც უსამართლოა და ბრძოლას სასამართლო გზით აპირებენ. აქციაზე იმყოფებოდა პედაგოგთა პროფკავშირების წარმომადგენელი რომლის განცხადებით, წალენჯიხის მერიამ ბაღებთან დაკავშირებით ყველა პროცესი არალეგიტიმურად წარმართა და თანამშრომლები უსამართლოს გაათავისუფლა.
თავის მხრივ, ოპოზიციონერი მერი აცხადებს, რომ ოპტიმიზაცია გარდაუვალი იყო და ის ბავშვების ინტერესებს ემსახურებოდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 35 საბავშვო ბაღში 368 თანამშრომელი ირიცხებოდა. მერის მიერ ჩატარებული ” რეფორმის” პირველი ეტაპის შედეგად, საბავშვო ბაღებში 333 თანამშრომელი დარჩა.