“იმედია, გამოიჩენთ სიმტკიცეს და დააკმაყოფილებთ ჩვენთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობას”, – ამის შესახებ გურამ რჩეულიშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, ის და მაია რჩეულიშვილი უდანაშაულოები არიან.
“მე და დედაჩემი ვართ უდანაშაულოები, სანამ სასამართლო არ გამოგვიტანს განაჩენს. 6 თვეა ციხეში ვზივართ ბრალდების ვარაუდის გამო და იქამდე მივიდა საქმე რომ დედაჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში მოხვდა. თქვენ პირველად იხილავთ ჩვენს აღკვეთის ღონისძიებას, იმედია, გამოიჩენთ სიმტკიცეს და დააკმაყოფილებთ ჩვენთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობას”, – განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.
კომენტარები
