განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა ყველას მისცემს საშუალებას, პროფესიულად განვითარდეს. ამასთან, როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სკოლიდან წავა ყველა, ვინც წასასვლელია.
„სკოლიდან წავა ყველა, ვინც წასასვლელია. იმ შემთხვევაში, სადაც მასწავლებელს გამოცდის ჩაბარებას მოთხოვ, მაგრამ ტრენინგით არ უზრუნველყოფ, ეს იქნება უსამართლობა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა ყველას მისცემს საშუალებას, პროფესიულად განვითარდეს. ახალი სქემა გამოცდის ჩატარებას არ ითვალისწინებს, რადგან სირცხვილია იმ ადამიანს გამოცდა ჩაუტარო, რომელსაც თაობები ჰყავს გაზრდილი. მოლოდინი იმისა რომ ახალი სქემის გამოსვლის შემდეგ 100% გადალახავს ბარიერს, არ მაქვს, მაშინ ნულოვანი ბარიერი უნდა დავაწესოთ“, – განაცხადა ჯეჯელავამ.