სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის უკრაინის მოქალაქე, 1962 წელს დაბადებული ა.ს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 311 აბი და 2,5825 გრ ბუპრენორფინის შემცველი ფხვნილი ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
კომენტარები