ახმეტის რაიონის სოფელ არგოხში გამართულ დოღს იციდენტი მოჰყვა. დოღში თუშები და ქისტები მონაწილეობდნენ და შეჯიბრების დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა.
თვითმხილველთა თქმით, დამტვრეულია რამდენიმე ავტომობილი, არიან დაშავებულები. 15 წლის მოზარდი თავში მიყენებული მძიმე დაზანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდართან დაკავშირებით უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს და მოკვლევას კახეთის სამხარეო პოლიცია აწარმოებს.
კომენტარები