ლევან გაჩეჩილაძის შვილის, რატი გაჩეჩილაძისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა 19:00 საათზე ჩაინიშნა.
ამ დროისთვის უცნობია, რას მოითხოვს პროკურატურა.
ცნობილია ოჯახის პოზიცია, რომელიც გაჩეჩილაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვს.
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. გამოძიება გაჩეჩილაძეს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლის დარღვევაში ედავება, რაც ძალადობას გულისხმობს.
კომენტარები