თუკი ადრე „ნაციონალური მოძრაობა“ სპეცრაზმელის ხელით ძალადობდა სახალხო დამცველზე, სოზარ სუბარს ვგულისხმობ, ახლა უკვე „ნაციონალური მოძრაობა“ აქციის მონაწილეების ხელით ძალადობდა ახალ სახალხო დამცველზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ახალ სახალხო დამცველზე აქციის დროს მომხდარი ძალადობა არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას არ დაუგმია.
„სამწუხაროა, რომ არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ამ ძალადობას დღემდე არ გამოხმაურებია და არ დაუგმია ეს ქმედება. ჩვენ ვაკვირდებით და დავაკვირდებით, ვინ იქნება პირველი, ვინც სახალხო დამცველის მიმართ ძალადობას დაგმობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კომენტარები