შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1984 წელს დაბადებული ს.რ. ნარკოდანაშაულისთვის, თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 33,42 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 21 გრამ ჰეროინს შეიცავს. პოლიციამ ასევე 4 კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“ ამოიღო.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
კომენტარები