მუსიკოს კორძის, რომელმაც საქართველოს მილიონზე მეტ მოქალაქეს შეურაცხყოფა მიაყენა, ევროკავშირის ელჩი მხარდაჭერას უცხადებს. პაველ ჰერჩინსკი არათუ არ გაემიჯნა სიძულვილის ენას, პირიქით, განაცხადა, რომ გამოხატვის თავისუფლებას ემხრობიან. „ევროპის დღის“ ღონისძიებაზე კი მიიწვიეს ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“, რომელიც საზოგადოების უმრავლესობას ასევე შეურაცხყოფას აყენებს.
„ვადასტურებ, რომ ევროკავშირი ყოველთვის უჭერდა და უჭერს მხარს კულტურას საქართველოში. საქართველოს აქვს მშვენიერი კულტურა, რომლითაც უნდა ამაყობდეთ. თქვენ გყავთ ბევრი შესანიშნავი ხელოვანი, მუსიკოსი, პოეტი, მწერალი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართულ კულტურას და არ ვართ ორიენტირებული იმაზე, იქნებიან ეს მთავრობის მხარდამჭერი თუ მოწინააღმდეგე ხელოვანები. ერთადერთი, მხარს ვუჭერთ კულტურასა და გამოხატვის თავისუფლებას, ჩვენ ამას ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ“, – განაცხადა მედიასთან ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.
