თავდასხმების სერია სირიაში. აფეთქებები სამთავრობო ძალების მიერ კონტროლირებად სანაპირო ქალაქებში, ტარტუსსა და ჯებლაში მოხდა.
ამ დროის მონაცემებით, დაღუპულთა საერთო რაოდენობა უკვე 100-ს აჭარბებს. თავდასხმაში თვითმკვლელი ტერორისტებიც მონაწილეობდნენ და მათი სამიზნე ძირითადად ავტობუსის გაჩერებები იყო. ერთი აფეთქება საავადმყოფოსთანაც მოხდა.
ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ისლამური სახელმწიფოს მოკავშირე დაჯგუფებამ აჰრარ აშ-შამმა აიღო.
კომენტარები