ჟურნალისტი ქეთი ხოსიტაშვილი სოციალურ ქსელში ზაზა შენგელიას დაბადების დღეს ულოცავს და წერს, რომ ყველაფერ იმას უსურვებს, რასაც საკუთარი თავისთვის, შვილებისთვის და საყვარელი ადამიანებისთვის გაიმეტებდა.
„მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, ძალიან! „მოამბის” ოთახში ცნობილი მწვანე ტელეფონი რომ დარეკავდა, შემთხვევით დერეფანში თუ შემხვდებოდა, კედელთან ვიტუზებოდი, ცოტა მეშინოდა, მერიდებოდა, პატივს ვცემდი და მიყვარდა. მალე მივხვდი, რომ ეს ის ადამიანია, ვინც შეიძლება მთელი ცხოვრება გვერდში დაგიდგეს, გაგზარდოს, გიერთგულოს, უანგაროდ უყვარდე, უბრალოდ ჩაგიხუტოს და ძალა მოგცეს.
ჩემს პროფესიულ გაზრდაშიც ლომის წვლილი მიუძღვის – ჩემი ნაწილია, მიყვარს და ვაფასებ.
დღეს იუბილარია და მინდა, ყველაფერი ის ვუსურვო, რასაც საკუთარი თავისთვის, შვილებისთვის და საყვარელი ადამიანებისთვის გავიმეტებდი.
ზაზა – ჩემი ადამიანი – ასე იყო და დარჩება,” – წერს ქეთი ხოსიტაშვილი.
ქეთი ხოსიტაშვილი ზაზა შენგელიაზე: ეს ის ადამიანია, ვინც შეიძლება მთელი ცხოვრება გვერდში დაგიდგეს
2016/05/23 19:16:26
ნანახია: 2565 ჯერ