აფხაზეთის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, – იუწყება რუსული მედია.
კომპანია „ჩერნომორენერგოს“ინფორმაციით, ავარია ტყვარჩელში, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე მოხდა. დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები, თუმცა მანამდე ენერგომამარაგების აღდგენა შეიძლება რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდებით მოხდეს.
„ტასის“ ცნობით, მთლიანად გათიშულია სოხუმი და კიდევ 5 რაიონი. ელექტროენერგია კი მხოლოდ ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებს მიეწოდება.
კომენტარები
