ლუკა დუდაშვილი ჩემი შვილის კლასელი იყო… რა თქმა უნდა, ვიცნობდი დედამისს და მის დედმამიშვილებსაც… ერთი წელი გაგრძელდა ჩემი შვილის და ლუკას მეგობრობა, – ამის შესახებ ჟურნალისტი გიორგი ბერიძე სოციალურ ქსელში წერს.
“სადაა ამ ცხოვრების სამართალი და კანონზომიერება… ეს დღეები ვიკავებდი თავს, არ გავგიჟებულიყავი… იმედით ვყოფილიყავი რომ გამოჩნდებოდა… დღეს ეს უაზრო იმედიც, გულიც და სულიც ჩაიფერფლა….
ლუკა დუდაშვილი ჩემი შვილის კლასელი იყო… რა თქმა უნდა, ვიცნობდი დედამისს და მის დედმამიშვილებსაც… ერთი წელი გაგრძელდა ჩემი შვილის და ლუკას მეგობრობა… ისინი თანაკლასელები იყვნენ…
მშობლები ლუკას პირველ მერცხალს ვეძახდით: სკოლაშიც პირველი მოყავდა დედას და ბოლო გაკვეთილის შემდეგ, ფანჯრიდან გადმოიხედავდა… ჩვენც ვხვდებოდით, რომ გაკვეთილები დასრულდა…
დასრულდა ცქრიალა და თვალებციმციმა ბიჭის უმანკო ცხოვრებაც… ანგელოზად იქცა… მრცხვენია კიდეც ჩემს ემოციებზე რომ ვწერ…
სესილის მისი მეგობარი ტყეში დაკარგული ჰგონია და უკვე მეათასედ მეკითხება, ხომ არ უპოვნიათო… ან როგორ ვუთხრა, ან რა სიტყვებით ავუხსნა… მრცხვენია და გამწარებული ვარ ამ ცხოვრების უკანონობის… როგორ და რა სიტყვებით ვანუგეშო დაქცეული ოჯახის მამა…
…ზაზა მესხი და მისი ოჯახიც ჩემი ტკივილია, რომელსაც წლებია ვიცნობდი და ვიცოდი მისი დიდი ადამიანობის შესახებ… განა მარტო დუდაშვილების და მესხების ამბავის ტკივილი მაგიჟებს?- ყველა გარდაცვლილს დავტირი…“, – წერს გიორგი ბერიძე.