ძლიერი სტიქია კახეთში. სეტყვამ და ქარმა რამდენიმე მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. განსაკუთრებით რთული ვითარება ახმეტაშია, სადაც სამი სოფელი დაისეტყვა. სტიქიის შედეგად დაზიანდა ავტომობილები და ელექტრო გადამცემი ხაზები. დასეტყვილია ვენახები, საზამთროსა და ნესვის ბაღები.
სტიქია იყო თელავის მუნიციპალიტეტშიც, სადაც ხუთი სოფლის მოსახლეობა დაზარალდა. დაისეტყვა ვენახები, ხეხილის ბაღები და ერთ წლიანი კულტურები. დაიტბორა საცხოვრებელი სახელების სარდაფები და საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა სახურავები. თელავის მუნიციპალიტეტში, სტიქიისგან მიყენებულ ზარალს უკვე ითვლიან.
კომენტარები