შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორ ზვიად ქაწაშვილის განცხადებით, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მეხანძრე- მაშველები ვერ ახერხებენ „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში შესვლას და ხანძრის კერების ლიკვიდირებას, აქედან გამომდინარე, ხანძრის კერების დამუშავება ხდება მხოლოდ გარედან.
”მეხანძრე-მაშველების მუშაობა გრძელდება იმ ადგილებში, სადაც კერები კიდევ არსებობს. კერები არის ძირითადად შენობის უკანა ნაწილში და სარდაფის სართულზე, სადაც ამ ეტაპზე ექსპერტები გვიკრძალავენ მეხანძრეების გადაადგილებას. მოძრაობა დაშვებულია მხოლოდ იმ ადგილზე, სადაც მოქალაქეებს ძვირფასეულობა აქვთ შენახული. მეხანძრეებს გარე პერიმეტრზე გვიწევს მუშაობა და ხანძრის იმ კერებში ჩაქრობა, რომელიც კვლავ არსებობს. უახლოეს საათებში, ვფიქრობთ, რომ ხანძარი სრულად იქნება ლიკვიდირებული”, – განაცხადა ზვიად ქაწაშვილმა.
ზვიად ქაწაშვილი – ვფიქრობთ, უახლოეს საათებში ხანძარი სრულად იქნება ლიკვიდირებული
2017/01/31 16:41:20
ნანახია: 1361 ჯერ