საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ არც ერთ მოტივირებულ შენიშვნას მხარი არ დაუჭირა. შედეგად, სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის კანონპროექტზე დადებული პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია.
პარლამენტმა ვეტოს დაძლევის შემდეგ პარლამენტის მიერ მომზადებულ სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის საკანონმდებლო პაკეტს უყარა კენჭი და კანონპროექტის პირვანდელი ვერსია დაამტკიცა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სასამართლო რეფორმის მიზნით პარლამენტის მიერ დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები წარუდგინა.
1. სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევა მოხდეს მოსამართლეების მიერ და არა დანიშვნა იუსტიციის საბჭოს მიერ; ყველა სასამართლოს მიეცეს საშუალება, თავად აირჩიოს თავმჯდომარე, რაც უზრუნველყოფს სასამართოს მეტ დამოუკიდებლობას და მოსამართლეთა თვითმმართველობის განმტკიცებას, როგორც ეს მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს შემთხვევაში.
2. ერთი და იგივე პირს აღარ ჰქონდეს საშუალება, იყოს სასამართლოს თავმჯდომარე და ამვე დროს პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარე.
3. სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გამოყენება აღარ მოხდეს შემდგომ დანიშვნებზე.
4. კანონით დაზუსტდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების რაოდენობა.
5. იუსტიციის საბჭოში მოსამართლეებს საშუალება მიეცეს, წარდგენილი იყვნენ უფრო მძლავრად, რადგან სასამართლოს თავმჯდომარეებს ჰქონდეთ საშუალება იყვნენ საბჭოს წევრები.
6. დაზუსტდეს კონკურსის დროს კანდიდატზე ინფორმაციის მოგროვებისა და გავრცელების წესები.