ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას მეგობრის განცხადებით, დღეს ზუგდიდში ოჯახის წევრებთან პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და გუბერნატორი იყვნენ ჩასულები.
მისი თქმით, კახა კალაძე ოჯახს ფინანსურ დახმარებას დაპირდა.
“კახა კალაძე ოჯახს 20 ათასი ლარით დაეხმარება. ამასთან, ოჯახს ფინანსურად ადგილობრივი რაიონის გამგეობაც დაეხმარა. დევნილთა სამინისტრო საცხოვრებელი ფართის მოგვარებას დაპირდა. ფიზიკური პირები ინდივიდუალურად ეხმარებიან ოჯახს. ადგილობრივი რაიონის გამგეობამ 10 ათასი გადმოურიცხა დაკრძალვის ხარჯებისათვის”, – განუცხადა ოჯახის ახლობელმა “პირWელს”.
შეგახსენებთ, სუს-ის ინფორმაციით, 19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.
კომენტარები