„ნაცმოძრაობამ“ ვერაფერი დააკლო ხელისუფლებას და ახლა „ნაცმოძრაობას“ ჩაუდგა ოპოზიციაში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ახლა საზოგადოება უყურებს, რომ „ნაცმოძრაობა“ არის „ნაცმოძრაობის“ ოპოზიციაში.
„ნაცმოძრაობაში“ გრძელდება ტელესერიალი „ერთხელ ნაცმოძრაობაში“, თან ეს სეზონურადაა დაყოფილი. ჯერ გაყოფის სეზონი იყო, ახლა კი 37-ე სეზონია, „გაორება ნაცმოძრაობაში“. ასეთია სეზონის დასახელება. „ნაცმოძრაობამ“ ვერაფერი დააკლო ხელისუფლებას და ახლა „ნაცმოძრაობას“ ჩაუდგა ოპოზიციაში. ახლა ჩვენ ვუყურებთ, რომ „ნაცმოძრაობა“ არის „ნაცმოძრაობის“ ოპოზიციაში. ასე თუ გაგრძელდა 2024 წლამდე, შეიძლება 5 პროცენტიანი ბარიერიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ამ „ნაცმოძრაობისთვისაც“ კი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილი.
კომენტარები