სამხრეთ-კორეელი მსახიობი ლი სუნ კუნი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 48 წლის კაცის ცხედარი მის მანქანაში აღმოაჩინეს, რომელიც სეულის ცენტრალურ პარკში იყო გაჩერებული. დაუდგენელია იყო თუ არა ეს თვითმკვლელობა, თუმცა პოლიციამ მიიღო ცნობები იმის შესახებ, რომ სახლიდან გასვლამდე მსახიობმა წერილი დატოვა.
ოქტომბრიდან სუნ კუნის წინააღმდეგ ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით საქმე იყო აღძრული, რამაც დიდი ზიანი მიაყენა მის რეპუტაციასა და კარიერას.ნარკოტიკების მოხმარება სამხრეთ კორეაში სერიოზულ დანაშაულად ითვლება, მაგალით მარიხუანის მოხმარება ქვეყანაში 5 წლამდე პატიმრობით ისჯება.
ლი სუნ კუნის კარიერა 20 წელზე დიდხანს გრძელდებოდა. მან არაერთ კორეულ ფილმსა და სერიალში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ყველაზე ცნობილი თავისი როლი ოსკაროსან ფილმში „პარაზიტი“ შეასრულა. მსახიობს დარჩა ცოლი და ორი ვაჟი.