თურქეთმა სირიაში ქურთი მებრძოლების 50-მდე ობიექტი დაბომბა. წერტილოვანი დარტყმები ქალაქ კამიშლიში, კობანისა და ამუდაში მდებარე სამიზნეებზე განხორციელდა.
დაზუსტებული ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. მანამდე თურქულმა მხარემ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ერაყში ქურთისტანის მშრომელთა პარტიის მებრძოლებმა თურქ სამხედროებზე მიიტანეს იერიში, რასაც 14 თურქი ჯარისკაცი ემსხვერპლა.
კომენტარები