ქართველი ტელეწამყვანი, ჟურნალისტი ჯულიეტა ვაშაყმაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით ბიძინა ივანიშვილისგან დღემდე სოლიდურ თანხას იღებს, არ პასუხობს. “მარშალპრესი” დაინტერესდა, შეესაბამება თუ არა ინფორმაცია სიმართლეს და რა პოზიცია აქვს მისი შვილის – გიორგი გაბუნიას გადაცემებთან დაკავშირებით, რომელიც ღიად და საკმაოდ აგრესიულად უპირისპირდება ხელისუფლებას და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს. როგორც ჯულიეტა ვაშაყმაძემ “მარშალპრესთან” განაცხადა, არ სურს შეკითხვებზე პასუხის გაცემა, ამიტომ ამ შეკითხვაზე არ გვიპასუხებს.
ჯულიეტა ვაშაყმაძეს “მარშალპრესი” ტელეფონით ესაუბრა:
– ქალბატონი ჯულიეტა, რამდენიმე შეკითხვა გვაქვს… – არავის არ ვპასუხობ და არ მინდა ვინმე გამორჩეული იყოს.
– ბევრგან დაიწერა, რომ ბიძინა ივანიშვილისგან დაფინანსებას იღებთ… სიმართლეს თუ შეესაბამება ეს ინფორმაცია?
– არ გპასუხობთ… – იქნებ ან დაგვიდასტუროთ ან უარყოთ, რადგან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს.
– არ გპასუხობთ… რა საჭიროა ამაზე პასუხი? არ გეწყინოთ. ამ ბოლო დროს არაფერზე ვპასუხობ. ესეც ერთ-ერთი საკითხია.
www.marshalpress.ge