შს მინისტრმა მღებრიშვილმა რუსთაველის გამზირზე შსს-ს კუთხე დაათვალიერა, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
მღებრიშვილმა პირობა დადო, რომ ყველაფერის გააკეთებს იმისათვის, რათა საქართველოს მომავალმა თაობამ ერთიან და უსაფრთხო ქვეყანაში იცხოვროს.
„სრულიად საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს, ყველას ქართველს თუ არაქართველს. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ეს დღე თავს უყრის ერთად ჩვენი ისტორიის ყველა ეტაპს. იზიარებს ორ ემოციას – ტკივილს და სიხარულს. ტკივილს იმ ადამიანების დაკარგვით, ვინც თავი შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობას და დაოუკიდებლობის მოპოვების სიხარულს.
პირობას ვდებ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენმა მომავალმა თაობამ ერთიან და უსაფრთხო საქართველოში იცხოვროს. ეს პატარა ქალაქი ჩვენი მომავალი თაობისთვის, ჩვენი ბავშვებისთვის მოვაწყოთ“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.