ისრაელის მხრიდან საპასუხო სამხედრო შეტევის დაწყებიდან თითქმის ხუთი თვის თავზე, ღაზაში დაღუპულ პალესტინელთა რიცხვი 30 ათასს აჭარბებს, – სტატისტიკას „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი პალესტინის ჯანდაცვის უწყება აქვეყნებს
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელ-„ჰამასის“ ომის დაწყების დღიდან, ღაზაში ჯამში 30,035 ადამიანია დაღუპული. 70,457 პალესტინელი კი თავდასხმების დროს დაშავდა. ბოლო ხუთ თვეში დაღუპულთა რიცხვი ღაზის 2.3-მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 1.3%-ს შეადგენს.
კომენტარები