გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. საქართველოში, უმეტესად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, შესაძლებელია ქარბუქი და თოვლის ზვავები.
”იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება. ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი”, – აცხადებენ სააგენტოში.
კომენტარები