პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ექიმმა დეკანოზი გიორგი მამალაძე ორჯერ გასინჯა და დაადასტურა, რომ მისი ჯანმრთელობა ნორმაშია, თუმცა ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით უარს აცხადებს მათთან შეხვედრაზე.
”დღეს გამოვცხადით ბრალდებულის დაკითხვის მიზნით. ბევრი შეკითხვა გვქონდა დასასმელი და გვქონდა მოლოდინი, რომ მივიღებდით ამომწურავ პასუხებს – ასე ვიყავით შეთანხმებული თავად ადვოკატებთან და ბრალდებულთან. იმის გათვალისწინებითაც, რომ მიდიოდა ბრალდებები, თითქოს ჩვენ ვაჭიანურებდით პროცესებს, როგორც კი დავაპირეთ ბრალდებულისთვის კრიტიკული შეკითხვების დასმა, რასაც ვგეგმავდით დღეს, მან საერთოდ უარი განაცხადა გამომძიებლებთან შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ დაასახელა მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მას თავისუფლად შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედებაში. მან უსაფუძვლოდ, სხვადასხვა საბაბით და მიზეზებით ჩაშალა დაკითხვის პროცესი”, – აღნიშნა პროკურორმა.
