აზერბაიჯანის ხელისუფლება ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის მიღებას გეგმავს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, მედიას, სოციალურ ქსელებს, რეკლამების ავტორებს, კინოთეატრებს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაბამისი კონტენტის გამოქვეყნება აეკრძალებათ.
კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი – ადმინისტრაციული პატიმრობა.
ლგბტ პროპაგანდის ამსახველი კონტენტის გამოქვეყნების შემთხვევაში, მედიას შესაძლოა საქმიანობა შეუჩერონ, ხოლო უცხოური მედიის წარმომადგენლებს აკრედიტაცია გაუუქმონ.
კანონპროექტის მიზანია არასრულწლოვანებისა და ბავშვების დაცვა იმგვარი ინფორმაციისგან, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ ჯანმრთელობასა და განვითარებას.
კომენტარები
