რუსი სამხედროები ქალაქ ზაპოროჟიეს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის სამი ბავშვია, ხოლო 11 დაშავდა. დაშავებულებს შორის არიან 14 წლის გოგონა და 12 წლის ბიჭი.
რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად მთლიანად განადგურდა სამსართულიანი შენობის შესასვლელი, ასევე დაზიანდა სხვა შენობები და კერძო სახლები. მაშველებმა ხანძარი ჩააქრეს, ამჟამად ნანგრევებს წმენდენ და გადარჩენილებს ეძებენ.
როგორც ზაპოროჟიეს ოლქის თავდაცვის საბჭოს თანათავმჯდომარემ, ივან ფედოროვმა განმარტა, რუსებმა რეგიონულ ცენტრზე მართვადი ბომბების შეტევა დილით ადრე დაიწყეს.
კომენტარები
